ევროპარლამენტის პრეზიდენტ კიევში მიემგზავრება. ამის შესახებ მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.
რობერტა მეცოლას მოგზაურობის დეტალები და ასევე ის, თუ ვის შეხვდება კიევში, არ ხმაურდება უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
კვირის დასაწყისში მეცოლამ თქვა, რომ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
https://twitter.com/EP_President/status/1509629896229888006?s=20&t=NYaD8yGWOSbtIwUhIgVD2g