ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არ შეიძლება სანქცია მათ ეხებოდეთ და რომ ეს სფერო გერმანიაში აქვს ნასწავლი.
როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, ირაკლი კობახიძის მხრიდან ადამიანის უფლებების საკითხში ასეთი ღრმა ექსპერტიზის შემოთავაზება ირონიულია, როდესაც ის რუსეთის სანქცირებული ჩინოვნიკების ოჯახის წევრებზე საუბრობს:
„ირონიულია ბატონი კობახიძის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებში ასეთი ღრმა ექსპერტიზის შემოთავაზება – სად არის მისი ექსპერტიზა, როდესაც საქმე ეხება ნიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს?“ – წერს მირიან ლექსმანი.
კინზინგერი კობახიძეზე: ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს
Ironic of Mr Kobakhidze to be providing such deep expertise on human rights violations – where’s his expertise when it comes to Nika Gvaramia or Mikheil Saakashvili? https://t.co/Un2pfZHNhm
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 22, 2023