LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი: ევროპამ არ უნდა დაუშვას სააკაშვილის ციხეში სიკვდილი

173
grgrgr

ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.

ფრანგი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” Le Figaro-ს სტატიას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრების შემდეგ ციხეში მოწამლეს”.

როგორც გლუკსმანი წერს, ევროპამ საქართველოს ექსპრეზიდენტის საპატიმროში სიკვდილი არ უნდა დაუშვას.

„ევროპას უბრალოდ არ აქვს უფლება, დაუშვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი, რომელიც 10 წლის განმავლობაში პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო”, – წერს გლუკსმანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები