„მთელი გულით ვარ იმ ათიათასობით ქართველთან ერთად, რომლებიც თბილისის ქუჩებში სააკაშვილის გათავისუფლებისა და დემოკრატიისთვის შეიკრიბნენ“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი, რაფაელ გლუკსმანი 14 ოქტომბერს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას.
გლუკსმანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ამ ადამიანების გვერდით უნდა დადგეს.
„ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ EU-მ მის პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოს,“- წერს „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარი.
De tout cœur avec les dizaines de milliers de Géorgiens qui envahissent les rues de Tbilissi pour la libération de Saakashvili et la démocratie. L’UE doit se tenir à leurs côtés et je ferai tout pour qu’elle ne fuit pas ses responsabilités.#FreeMisha #FreeGeorgia pic.twitter.com/CKnX6c6htb
— Raphael Glucksmann (@rglucks1) October 15, 2021