LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმების მიზანი დროის არ ქონა არ იყო: შალვა პაპუაშვილი

97
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმების ვიზიტი მისი მოუცლელობა არ ყოფილა.

ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდნენ, პაპუაშვილი მოუწოდებს, გაასაჯაროვონ სრული კომუნიკაცია, რომელიც მის კაბინეტთან შედგა.

„ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამიტომ საჭიროა, რომ ეს შეთანხმება შედგეს მანამ, სანამ იქნება სხვა ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის, ამ ჯგუფსაც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზეზი არ იყო დროის არქონა.

ახალი თავმჯდომარე ჰყავს ევროპის პარლამენტს, როგორც საქართველოს პარლამენტს, ჟან მონეს დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის. ფორმალურად ამას სჭირდება სწორედ ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შორის მემორანდუმის გაფორმება. სწორედ ეს მიზეზები მოვახსენეთ შესაბამის ჯგუფს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.