“ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადებაზე გააკეთა.
“თავად ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რა საკვირველია, წინასწარი მომზადებით, თუმცა გარკვეული დღის წესრიგის გარეშე. იგი მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.” – განაცხადა ვოლსკიმ
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება, რომ შალვა პაპუაშვილს არ ეცალა და მით პოლარიზაციის ხელშეწყობა, მმართველი გუნდის ოპონენტების კიდევ მობილიზება, რომლებმაც იმ წამსვე დრომოჭმული განცხადებების კეთება დაიწყეს რუსული და დასავლური ორიენტირების შესახებ, აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ეს ფორმატი თავად გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებით, სასურველია, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.