ევროპამ წლის ავტომობილი აირჩია. 2017 წელს საპატიო წოდების მფლობელი Peugeot 3008 გახდა. ფრანგულმა ბრენდმა კონკურენტებს 319 ქულით აჯობა და ჟენევის ავტო-შოუს გახსნაზე მთავარი პრიზიც მიიღო.
Top Gear-ის შოუს წარმომადგენლების ინფორმაციით, კროსოვერმა საკმაოდ ძლიერი კონკურენტების დამარცხება შეძლო. რაც შეეხება მეორე ადგილს, ის 296 ქულით Alfa Romeo Giulia-ს სედანი დაიკავა. ლიდერთა სამეულს კი Mercedes E-Class ასრულებს. ავტომობილს წელს მხოლოდ 197 ქულა ერგო.