უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ლაიპციგი – მარსელი
არსენალი – ცსკა
ატლეტიკო – სპორტინგი
ლაციო – ზალცბურგი
პირველი მატჩები 5 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 12 აპრილს.
წილისყრა ფრანგ ფეხბურთელ ერიკ აბიდალს მიყავდა.
ევროპის ლიგის მეოთხედფინალში რვა გუნდი რვა სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. ასეთი რამ ბოლოს 2004/05 წლების სეზონში მოხდა.
ნახევარფინალების წილისყრა 13 აპრილს შედგება.
თავად ნახევარფინალები 26 აპრილს და 2 მაისს გაიმართება.
ფინალი: 16 მაისი, ოთხშაბათი, ლიონი, Stade de Lyon