სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დღეს ევროპალატის პრეზიდენტის რიჩარდ ვებერის ვიზიტის ფარგლებში, “მრგვალი მაგიდის” ფორმატში ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა.
ევროპალატა უმსხვილესი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციაა და 20 მილიონ კომპანიას აერთიანებს. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა ევროპალატის წევრია და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სარგებლობს აფილირებული წევრის სტატუსით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც ევროპალატის ფარგლებში, ისე უცხოელ ბიზნეს წარმომადგენლებთან.
ევროპალატის პრეზეიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
ევროპალატა უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებაა. მასში გაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ფედერალური პალატები. წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ევროპალატის წევრი 2000 წლიდან.