LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპაბეთის“ შემდეგ, აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

73
6

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს – 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარერეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში გარე რეკლამა „ევროპაბეთმა“ ჩამოხსნა, როდესაც 2019 წლის ბოლოს პასუხისმგებლიანი თამაშის, responsible.ge-ს პროექტის შესახებ დააანონსა. „ევროპაბეთის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე ჩამოხსნილია ყველა გარე ბანერი, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში რეკლამის თვითრეგულირება კომპანიის მიერ უკვე დაწყებულია.

რეკლამის თვითრეგულირება იყო პირველი ნაბიჯი, რომელიც კომპანიამ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გადადგა.

გარდა თვითრეგულირებისა, „ევროპაბეთმა“ უკვე აამოქმედა მასშტაბური CSR პროექტები: მათ შორისაა, ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორობა და ამ კუთხით სხვადასხვა თამაშების, შეჯიბრებებისა და ჩემპიონატების დაფინანსება, მათ შორის, რეგიონალური ჭადრაკის ჩემპიონატების და ახალი თაობის ამ ინტელექტუალურ სპორტში აქტიურად ჩაბმა; პარასპორტის განვითარება საქართველოში, კულტურისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსება და სხვა.

პასუხისმგებლიანი თამაშის ეტაპობრივი დანერგვით „ევროპაბეთი“ უზრუნველყოფს მთელი რიგი პროცედურების გატარებას, რომელსაც პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპი გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები