LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა შესაძლოა ვენესუელური ნავთობით მომარაგდეს

74
82038293.0.0

შეერთებულმა შტატებმა იტალიურ ნავთობკომპანია Eni Spa-სა და ესპანურ Repsol SA-ს, შესაძლოა, ვენესუელური ნავთობის ევროპაში გაგზავნის ნება დართოს, – ინფორმაციას Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ვენესუელური ნავთობი დაეხმარება ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელიდან ნავთობის გატანა მას შემდეგ შეწყდა, რაც ორი წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები