LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა მზად უარესი სცენარისთვის უნდა იყოს, კრემლი არ არის საიმედო პარტნიორი – ევროკომისიის პრეზიდენტი

89
1649272261-ურსულა-ფონ-დერ-ლაიენი-5

რუსეთი არ არის საიმედო ენერგომიმწოდებელი და ევროკავშირი ადრე თუ გვიან მზად უნდა იყოს რუსული გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„კრემლი არ არის საიმედო პარტნიორი ენერგომომარაგების მიმართულებით ევროპისთვის. „გაზპრომი“ შეგნებულად ინარჩუნებს თავის მარაგებს დაბალ დონეზე. ამასთანავე, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აწვდის გაზს, ან საერთოდ არ აწვდის 12 წევრ სახელმწიფოს. ამიტომ უნდა იყოს ევროპა მზად უარესი სცენარისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მომავალი წლის მარტამდე გაზის მოხმარების 15%-ით დაზოგვას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები