ევროთასების ნახევარფინალში პირველად 12 წლის განმავლობაში გერმანიის არცერთი კლუბი არ გასულა.
ევროპალიგის განმეორებით შეხვედრაში „შალკემ“ შინ „აიაქსი“ 3:2 კი დაამარცხა (დამატებით დროში), მაგრამ გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე ჰოლანდიური გუნდი გავიდა (2:0 ქონდა ამსტერდამში მოგებული).
მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“ მადრიდში „რეალთან“ დამარცხდა (მსაჯის დახმარებით), ხოლო „ბორუსიამ“ ულაპარაკოდ დაუთმო დუელი ფრანგულ „მონაკოს“.
ბოლოს უგერმანიო ნახევარფინალები 2004/05 წლების სეზონში ჩატარდა.
სამაგიეროდ ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომლის მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთვის ეს მეათე ნახევარფინალია ევროთასებზე და მან ამით სერ ალექს ფერგიუსონისა და ჯოვანი ტრაპატონის მიღწევა გაიმეორა (მათ ანგარიშზეც ათ-ათი ნახევარფინალია).
„იუნაიტედის“ გარდა მოურინიომ ნახევარფინალს მიაღწია „პორტუსთან“, „ჩელსისთან“, „ინტერთან“ და „რეალთან“ ერთად.
ახლა განსაკუთრებულ პორტუგალიელს ერთი ნაბიჯიღა აკლია ლეგენდის სტატუსამდე.