ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) გეგმავს, რომ 2025 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში კომერციული აეროტაქსის სერვისი დაუშვას.
მოსალოდნელია, რომ თავიდან ეს იქნება მცირე ზომის ხომალდი, რომელსაც მძღოლიც ეყოლება, თუმცა მოგვიანებით ბევრად უფრო დიდი უპილოტო თვითმფრინავების გაშვებაც განიხილება.
ასეთი აეროტაქსები საცობების რაოდენობას შეამცირებს და მიწაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს განტვირთავს.
ამჟამად ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო ასეთი ტაქსების საჰაერო გადაზიდვების სერტიფიცირებითაა დაკავებული.
აეროტაქსის გაშვების პერსპექტივას ევროპული ქვეყნები უკვე კარგა ხანია რაც განიხილავენ. მაგალითად, პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი RATP მფრინავი ტაქსის სერვისს 2030 წლიდან იწყებს და ტრანსპორტი დასაწყისისთვის აეროპორტს მოემსახურება. სიახლე პარიზის ცენტრიდან შარლ დე გოლის ავიაბაზამდე მანძილს 40 წუთიდან 15 წუთამდე შეამცირებს.
ხოლო ესპანურ ქალაქებში, ბარსელონასა და სანტიაგო დე კომპოსტელაში ასეთი ტრანსპორტის გაშვება 2022 წლიდან სურთ.