Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ევროკომისიის პრესსპიკერი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის პრესსპიკერი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

58
BeFunky-collage (2)

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას – ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ბეჯითად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის

„რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის შესრულება არის ქვეყნის შიგნით მომუშავე პოლიტიკოსების ამოცანა. სხვების დადანაშაულება საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო, მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის ქონის საჭიროებას, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები არის საშინაო დავალება. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში“, – წერს პიტერ სტანო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები