ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისიის მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომ ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, დეკემბერში, ევროკავშირის საბჭო ერთსულოვნად მიიღებს გადაწყვეტილებას ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი პირობებით.
დასავლური მედია წერს, რომ ქვეყანას სთხოვეს, ემუშავა რეფორმებზე და ჩამოთვალეს რვა პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ამავე ფორმულით, კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ.