LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია თანამშრომლებს სამსახურში შინაური ცხოველების მიყვანის ნებას მისცემს

113
Capture

ევროკომისიამ თანამშრომლებს შესაძლოა ნება დართოს, რომ მათ სამსახურში ცხოველებთან ერთად იარონ. Politico-ს ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატები არიან.

სიახლის დამტკიცების შემთხვევაში ევროკომისიას რამდენიმე შიდა წესის ცვლილება მოუწევს. დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ასევე რამდენიმე პრაქტიკული ასპექტი – მაგალითად, ცხოველების გასაჩერებელი სპეციალური ზონების შექმნა.

ევროპარლამენტარები ასევე აპირებენ, რომ წაახალისონ ის თანამშრომლები ვინც უსახლკარო ცხოველზე დაიწყებს ზრუნვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები