„ფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ ქვეყანას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ოლივერ ვარჰეი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს მუშაობა, რადგან, მისი თქმით, სწორედ ეს არის წარმატების საუკეთესო რეცეპტი:
„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება: გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.