LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისარი: ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს ენერგეტიკულ კონტრაქტებს

53
13/11/2016 Roma, trasmissione televisiva In mezz'ora, nella foto il ministro degli Esteri Paolo Gentiloni

“ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს არსებულ ენერგეტიკულ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ის ამას არ გააკეთებს, მზად არის, გამოწვევას გაუმკლავდეს, – ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჯენტილონიმ ჟურნალისტებს განუცხადა: “ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების. ჩვენ ვთხოვთ მათ, პატივი სცენ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევიან, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის”.

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში ასევე თქვა, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებას, რაზეც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები გუშინ შეთანხმდნენ, შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა, რის მიზეზადაც საკომპრესორო სადგურზე არსებული გაუმართაობა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები