LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირს მოვუწოდებთ, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

51
უსათაურო დიზაინი (3)

ესტონეთი რუსეთისთვის სრული ენერგეტიკული ემბარგოს დაწესებას მხარს უჭერს. 

როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ესტონეთმა ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციების დაუწესოს.

„ზამთრის დადგომამდე აგრესიის საფასური უნდა გავზარდოთ. შვიდი პაკეტი არ იყო საკმარისი, რომ ამას პუტინზე ზეწოლა მოეხდინა უკრაინაში ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

მან იმ ზომებზე ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირს სანქციების ახალი პაკეტით სთავაზობენ –  მათ შორის არის ყოვლისმომცველი ემბარგო ენერგომატარებლებზე, შემდგომი შეზღუდვები საქონლისა და პირების გარკვეულ ჯგუფებზე, რუსული ბანკების საბოლოო გამოყოფა SWIFT-ის ანგარიშსწორების სისტემიდან, ასევე რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ტალინმა გადაწყვიტა მიმართოს ევროკომისიას ოფიციალური წინადადებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღების შესახებ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები