ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო.
ლაიენის განმარტებით, სესხი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს.
„ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს“, – წერს ლაიენი.
?? The @EIB, with EU budget support, approved €1.59 billion of financing for Ukraine, with €1 billion to be released immediately.
It will help rebuild infrastructure and resume services. And support energy, transport and education projects for the future.
We #StandWithUkraine pic.twitter.com/haiCTephri
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) July 25, 2022