LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა Moderna-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო

54
moderna

ევროკავშირმა Moderna-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ამ დრომდე ვაქცინა ჩაიტანეს ნიდერლადებში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ბელგიამ კომპანიას 2 000 000 დოზა დაუკვეთა რაც Pfizer/BioNTech -სგან შეძენილ ვაქცინებზე ნაკლებია. ბელგიაში Moderna-ს ვაქცინას იანვრის ბოლოს ჩაიტანენ.

Moderna-ს ვაქცინის წარმოება აშშ-სა და შვეიცარიაში, ორ საწარმოში ხდება.

ევროკავშირმა აშშ-ში მწარმოებელს Moderna-ს 160 მილიონი დოზა დაუკვეთა, რაც ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის გადანაწილდება.