LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა “ასტრა ზენეკას” ვაქცინა დაამტკიცა

212
atra

მსოფლიოში არსებული შეშფოთებისა და არაერთი კითხვის მიუხედავად, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ზრდასრული ადამიანისთვის დაამტკიცოს კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ის ვაქცინა.

ევროპის სამედიცინო სააგენტომ გამოაცხადა, რომ AstraZeneca-ის ვაქცინამ ცდებში 60 პროცენტამდე ეფექტიანობა აჩვენა. ეს პრეპარატი მესამეა, რომელსაც EMA-მა მწვანე შუქი აუნთო, Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს პრეპარატების შემდეგ.

“იმედია შეთანხმებისამებრ 400 მილიონ დოზას მოგვაწვდის. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ვაქცინების მოსაპოვებლად ევროპელებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მსოფლიოში ჩვენი პარტნიორებისთვის” – წერს ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერით.

შეგახსენებთ, ვაქცინების არასაკმარისი მიწოდების პრობლემის გამო, ევროკავშირმა 29 იანვარს საკამათო ნაბიჯი გადადგა და დროებით, მარტის ბოლომდე კონტროლი დააწესა ვაქცინების ექსპორტზე ევროკავშირს გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები