ევროკავშირმა საჰაერო მოგზაურობისას პირბადის ტარების ვალდებულება გააუქმა.
BBC-ის ცნობით, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო EASA და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი ECDC, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში სამედიცინო პირბადის სავალდებულო ტარების ვალდებულებას აუქმებს.
„მომავალი კვირიდან, პირბადის ტარება საჰაერო მოგზაურობისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ფართოდ შეესაბამება ევროპის ეროვნული ხელისუფლების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი საჰაერო მგზავრობის ნორმალიზაციის საქმეში. თუმცა, მგზავრებიც დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ და პატივი სცენ გარშემომყოფთა არჩევანს. მგზავრმა, რომელიც ახველებს და აცემინებს, მკაცრად უნდა იფიქროს პირბადის ტარებაზე” – განაცხადა EASA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ.
ცნობისთვის, პირბადის ტარების შესახებ ახალი რეკომენდაციები ძალაში 2022 წლის 16 მაისიდან შევა.