LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის წარმომადგენლობა: მივესალმებით განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია

50
BeFunky-collage

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„ქართული ოცნება“ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადაგზავნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები