LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საბჭომ სრულად შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი

59
BeFunky-collage (2)

რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ დღეს, 9 სექტემბერს მიიღო. მანამდე, 31 აგვისტოს, შესაბამის პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდება ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესები.

კერძოდ, სავიზო აპლიკაციის მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება, საჭირო იქნება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, გაიზრდება სავიზო განაცხადის განხილვის დრო და გამკაცრდება მრავალჯერადი ვიზის გაცემის წესები.

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები მოითხოვდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა საერთოდ, აეკრძალათ, თუმცა, ამ საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა.

ცნობისთვის, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლის პირველი ივნისიდან მოქმედებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები