LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განცხადებების განხილვისა და მოსაზრებების წარდგენისკენ მოუწოდა

398
1578482461-ევროკავშირი

ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მიმართა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების განცხადებები განიხილოს და მოსაზრება წარადგინოს.

„ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს უკრაინის ევროპული მისწრაფებებს და არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოუწოდა ევროკომისიას, მოამზადოს საკუთარი მოსაზრება ამ განაცხადის შესახებ შეთანხმებების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, ასევე, მოამზადოს მოსაზრება საქართველოს და მოლდოვას განაცხადების შესახებ. უკრაინის ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები