„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე რისი თქმაც მსურს, ისაა, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ცნობებით”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალიან ღია და გულწრფელი საუბრები აქვს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ღია, გულწრფელი საუბრები და ჩვენ ვუსმენთ საქართველოს მთავრობის მოსაზრებებს, ისევე როგორც სხვადასხვა მოსაზრებებს საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებსა და ჩვენი წევრი ქვეყნების მგრძნობიარობას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უფრო და უფრო ვეთანხმებით ერთმანეთს ყველა საკითხზე, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები წლის ბოლოს. ვიმედოვნებ ესაა მიმართულება, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ საქართველოში ყველა პატიმრის ყველა უფლება დაცული იყოს“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ არსებული ცნობების გამო შეშფოთებულია.
„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე რისი თქმაც მსურს, ისაა, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი სწრაფად დასრულდება და ამასობაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა პატივი სცენ ყველა პატიმრის ყველა უფლებას, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.