ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა სოციალურ ქსელ ტვიტერში ქართულ პოლიციასთან ვიზალიბერალიზაციის გამოწვევების კონტექსტში თანამშრომლობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
“ვესტუმრე ქუთაისის აეროპორტს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიციასთან საზღვრებზე თანამშრომლობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ერთად, რომ გადავჭრათ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები.” – აღნიშნავს კარლ ჰარცელი და აეროპორტში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.