LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დღეს პარლამენტის ყველა არჩეულ პირს შეთანხმებაზე ხელმოსაწერად იწვევს

44
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტის ყველა არჩეულს წევრს მიმართავს და ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად იწვევს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელში დაწერა და დეპუტატებს მიმართა.

“საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან.

დიდი მადლობა!”.- წერს ელჩი Twitter-ზე

 

შეგახსენებთ, რომ 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი მოაწერეს.

ხელმომწერი პარტიები და ლიდერები არიან:

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე – გიორგი ვაშაძე

„ლელოს“ ლიდერები – ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე – ხათუნა სამნიძე

„მოქალაქეების“ თავმჯდომარე – ალეკო ელისაშვილმა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი – ვახტანგ მეგრელიშვილი

დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელი მოაწერეს – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები