LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო

89
65829020f6ea67f48aa759d3dd32c68a_XL

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო – იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული.

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები