LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ბაზარი შავი ზღვის თევზისთვის 2017 წელს გაიხსნება

106

 2017 წლის პირველ ნახევარში შავი ზღვის თევზთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და შედეგად, ევროკავშირის ბაზარ იაღნიშნული პროდუქტისთვისაც გაიხსნება – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში ვაჭრობის საკითხებზე ნოდარ კერესელიძესთან გამართულ  შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპულ მხარეს საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო მიახლოების კუთხით განხორციელებული რეფორმების, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრა.

ევროკავშირის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბოლო წლებში მიაღწია.

დადებითად შეფასდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები თაფლის და შავი ზღვის თევზის კონტროლის მიმართულებით.