LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირი უნდა ემზადებოდეს გაფართოებისთვის“ – ჯოზეფ ბორელი EU-ის კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის

114
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ევროკავშირი უნდა ემზადებოდეს გაფართოებისთვის, რომელსაც 10 ახალი წევრის გაჩენისკენ შეუძლია მიგვიყვანოს“.

ბორელმა არ დააკონკრეტა ევროკავშირის რომელ 10 პოტენციურ წევრს გულისხმობდა.

„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთიც და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინაში ომს გვერდით ეფექტად გაფართოების პროცესის დაჩქარება ჰქონდა, რომელიც, რა თქმა უნდა, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო წევრი გახდება, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს.

მაგრამ ამავდროულად, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის, დაფიქსირება, რათა პოლიტიკურ პროცესს ბიძგი მივცეთ. და, რა თქმა უნდა, [ბიძგი] ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენც უნდა ვემზადებოდეთ გაფართოებისთვის, რომელსაც 10 ახალი წევრის გაჩენისკენ შეუძლია მიგვიყვანოს,” – განაცხადა ბორელმა.

„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ახლო მუშაობაზე, რათა EU-ში გაწევრიანდნენ“ – ევროკომისია

შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება – დროა წინ წავიწიოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინისთვის და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტიმულს მისცემს ევროკავშირს და კანდიდატ ქვეყნებს, რათა უფრო აქტიურად მოემზადონ გაწევრიანებისთვის.

„ძალიან კარგია მიზნის, ჰორიზონტის დასახვა, რათა პროცესს პოლიტიკური მომენტი მიეცეს“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები