LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში” – ოლივერ ვარჰეი

121
ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში, – ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე (FAC) შევხვდი რათა განგვეხილა რეფორმების პროცესთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესი.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მდგრადობის ძალისხმევას რეგიონული უსაფრთხოების რთულ სიტუაციაში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები