LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მდივანი: პოლიტიკურ არეულობას ეკონომიკა ეწირება, მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს

65
shutterstock-540548863

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ამბობს, მცირე და საშუალო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია და პოლიტიკურ არეულობას სწორედ ბიზნესი და ეკონომიკა ეწირება.

როგორც ზვიად ჭუმბურიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, მას დადებითი მოლოდინი არც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცებასთან დაკავშირებით აქვს, რადგან, როგორც ის განმარტავს, იცვლებიან კანდიდატურები, მაგრამ არ იცვლება ყველაზე მთავარი – მიდგომა.

„იმის მაგივრად გვეცადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები შეგვემსუბუქებინა ბიზნესისთვის, ახლა უარესი დავუმატეთ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს. ბიზნესის წარმომადგენლები შედარებით იმედიანად იყვნენ, დაგეგმილი ჰქონდათ პრემიერთან აუდიენცია. ახლა კი პრემიერიც აღარ არის“, – ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, ერთმანეთს ებრძვის მთავრობა და ოპოზიცია, ამით კი ზარალდება არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ თითოეული მოქალაქე. „პროცესები უმართავია. თუ დროულად არ შეიცვლება ეს ვითარება, უფსკრულის პირას მივალთ,” – აღნიშნა ჭუმბურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები