LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას მხარს დაუჭერს: Financial Times

47
რუსული ვიზა პასპორტი

გამოცემა  Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირაში აპირებენ, რომ ბლოკის ვიზების გამარტივებულად გაცემის პროცედურის შეჩერებას მხარი დაუჭირონ.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა. მისი გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის გაართულებს და უფრო გააძვირებს შენგენის ზონის დოკუმენტების მიღებას.

გამოცემა Financial Times წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ტურისტული ვიზებით მოგზაურობის შეზღუდვის მიზნით, ზოგიერთი ქვეყანა ერთობლივ ქმედებებს ითხოვს.

მედიას წყაროები უყვებიან, რომ პრაღაში ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მინისტრები გეგმავენ, რომ ამ შეთანხმების გაუქმებით პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატონ.

“მიუღებელია, რომ რუსმა ტურისტებმა ჩვენს ქალაქებში, ნავსადგურებზე ისეირნონ. სიგნალი უნდა გავუგზავნოთ რუსეთის მოსახლეობას, რომ ეს ომი არ არის კარგი, მიუღებელია”, — უთხრა მედიას მოლაპარაკებებში მონაწილე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია პირდაპირი აკრძალვის წინააღმდეგია. ამ იდეას არ იზიარებს გერმანიის კანცლერი და ამბობს, ეს “პუტინის ომია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები