Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს – იზრდება სანქცირებული რუსების სიაც – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს – იზრდება სანქცირებული რუსების სიაც

36
1578482461-ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტი გამოსცა. შეთანხმება ზომებთან ერთად, მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისა და გადამუშავებული პროდუქტების ფასის შეზღუდვას მოიცავს. ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა არ თანხმდებოდა. ამის მიზეზი ნავთობის ფასის ლიმიტის მიერ გამოწვეული შესაძლო ნეგატიური ეკონომიკური შედეგები იყო.

“ნავთობის ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს რუსეთის შემოსავლების შემცირებას და გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას სანქციების პაკეტის წარდგენისას.

დასავლეთის ქვეყნებს ასევე სურთ, რომ ევროპულ სადაზღვევო და გადამზიდავ კომპანიებს რუსული ტანკერებისთვის მომსახურება აეკრძალოთ.

ევროკავშირის დიპლომატების თქმით, ქვეყნები, რომლებსაც რუსული ნავთობის გადაზიდვაში წამყვანი დიდი ადგილი უკავიათ – მალტა, საბერძნეთი და კვიპროსი შედეგად მიიღებენ სანქციების ზემოქმედების შემცირებას. სანქციების ახალი პაკეტით ფართოვდება რუსეთში ექსპორტისა და იმპორტის შეზღუდვები, ასევე იზრდება სანქცირებული რუსების სია.

ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსულ სახელმწიფო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობა ეკრძალებათ.