LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მედეგობის გასაძლიერებლად: ჟოზეფ ბორელი

65
ჟოზეფ ბორელი

„ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მედეგობის გასაძლიერებლად“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჟოზეფ ბორელისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

„ევროკავშირი კვლავ მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მედეგობის გასაძლიერებლად. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ვალდებულებას, კიდევ უფრო გააღრმავონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს კონკრეტულ და სწრაფ პროგრესს ძირითადი რეფორმების პრიორიტეტებში, კერძოდ შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი დაძლევის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების მიღების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები