LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი „ფეისბუკს“, „ტიკ ტოკს“ Google-სა და Apple-ს შეზღუდვებს უწესებს

136
page

ევროკავშირი „ფეისბუკს“, „ტიკ ტოკს“ Google-სა და Apple-ს შეზღუდვებს უწესებს. კომისიამ დაასახელა ოთხი ტექნოლოგიური გიგანტი, რომელთა გაერთიანებაში მოქმედების წესები გამკაცრდება. ახალი წესები ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება.

კერძოდ, საუბარია ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტზე, (DMA), რომელიც ძალაში 2022 წლის ნოემბერში შევიდა და რომელიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მკაცრი რეგულირებით ბაზარზე მეტი კონკურენციის მიღწევას ისახავს მიზნად. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, იგი დასაშვები მხოლოდ მომხმარებელთა მკაფიო თანხმობის საფუძველზე იქნება.

ცნობისთვის, კომპანიებს ექვსი თვე ეძლევათ თავიანთი საქმიანობის რეგულირების წესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები