ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიანი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს.
ფონ დერ ლაიანი მზადყოფნას გამოთქვამს გააქტიურდეს თანამშრომლობა, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, რათა განვიხილოთ მიმდინარე კრიზისი. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ დროს. მზად ვართ გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
I met ?? President @Zourabichvili_S to discuss the current crisis.
The EU stands by Georgia and supports its sovereignty and resilience in these difficult times.
We are ready to step up our cooperation, including on cyber security, strategic communication and hybrid threats. pic.twitter.com/wAUvaZv03Y
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 1, 2022