“ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად,” – როგორც “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიასთან თავისი ანგარიშები აქვს, ნიშნის მოგებით მაინც არ ისაუბრებს.
ელისაშვილი გადაწყვეტილებას გირაოს შესახებ, სწორს უწოდებს და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს აქამდე არ უნდა ეჯიუტა:
“ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შემოკრებილ პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ მელია.
უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნუნ. მიხვდნენ, ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია, მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა.” – თქვა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.