LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს: ჯოზეფ ბორელი

60
ჟოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას იარაღი ამოეწუროს, ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გააგრძელებს.

მისივე განმარტებით, მათი გაწეული დახმარება ბრძოლის ველზე დიდ განსხვავებას ქმნის.

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინას დაკარგოს სახსრები, რადგან დონბასისთვის ბრძოლა გადავიდა იმ მომენტში, როდესაც უკრაინელები ახორციელებენ კონტრშეტევებს და უკუაგდებენ რუსებს და აქვთ არაჩვეულებრივი წარმატება. ჩვენ უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა არის კრიტიკული ამ მომენტში, რადგან ომი მოვიდა გადამწყვეტ მომენტში, გარდამტეხ მომენტში“, – განაცხადა მან.