LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკაშირში ექსპორტზე ქართული საშენი მასალები გავიდა

96
183206798-4006496052773357-2183062734647374164-n

ნათია თურნავა სამშენებლო მასალების საწარმოს „ფორმულა ქონსთრაქშენს“ ესტუმრა, რომელმაც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დახმარებით პროდუქციის ევროკაშირში ექსპორტზე გატანა დაიწყო.

„ფორმულა ქონსთრაქშენი” სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეიქმნა, უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი.

„საწარმო ამოქმედდა და შეიქმნა ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარს ამარაგებენ, დღეს პირველი დღეა, როცა  პროდუქციას ექსპორტზე უშვებენ ევროკავშირში, კერძოდ ლიეტუვაში. ძალიან გვეამაყება, რომ ეს საწარმო სწორედ ჩვენი დახმარებით მოქმედებს, 30 ადამიანს ასაქმებს და ამავდროულად აქვს პერსპექტივები, გააფართოვონ ბაზარი, ევროკავშირს მიაწოდონ საქართველოში წარმოებული საშენი მასალები და გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, საწარმოს ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები