LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო მყარდება, დოლარის დასუსტების ფონზე კი ნავთობი ძვირდება

109

კვირის განმავლობაში ევრო დოლართან მიმართებაში გამყარდა და ბოლო 2 კვირის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

როგორც “ფორტუნას” “ადმირალ მარკეტსში” განუმარტეს, ესპანეთიდან და გერმანიიდან გამოსულმა ძლიერმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა ევროს აღმავალ ტრენდს შეუწყო ხელი. ირკვევა, რომ გერმანიაში შემცირდა უმუშევრობის რიცხვი 7000-ით. ეს იმ ფონზე როცა, ანალიტიკოსები ამ ციფრის მხოლოდ 3000-ით შემცირებას პროგნოზირებდნენ. ამასთან, შემცირდა უმუშევრობის რიცხვი ესპანეთშიც, დაახლოებით 20 %-ით.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ფედერალური სარეზერვო ბანკის შეხვედრაზე, ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დატოვა. იაპონიაში კი ანალიტიკოსები დიდი ყურადღებით ელოდებიან იაპონიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კუროდას განცხადებას,  ბანკის მონეტარული პოლიტიკის კურსის შესახებ.

“კვირის განმავლობაში დოლარის დასუსტებით იხეირა ნავთობის ფასმა. როგორც ბრენტის ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულებამ 50 ცენტიანი მატებით მოახერხეს ბოლო 3 თვის მინიმალური ნიშნულიდან თავის დაღწევა. იმპორტიორი ქვეყნები ნავთობის შესაძენად დოლარს იყენებენ. შესაბამისად დოლარის დასუსტება მათთვის დამატებითი ნავთობის შეძენის სტიმული ხდება, რაც ნავთობის ფასზე პოზიტიურად აისახება,”- განაცხადეს “ადმირალ მარკეტსში”.

ამასთან, ნავთობის ფასის ზრდისთვის დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი საუდის არაბეთის მიერ ნავთობის მარაგების შემცირება გახლავთ. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთმა ნავთობის მარაგები 2014 წლის მინიმუმამდე შეამცირა. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ის 12 %-ით არის შემცირებული, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში შემცირების მაქსიმალური მაჩვენებელი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები