ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატია. საიუბილეო, რის გამოც უეფა მას რამდენიმე ქვეყანაში ატარებს. ეს ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა ჩვენთვისაც განსაკუთრებულზე განსაკუთრებული გახდეს და სამუდამოდ ჩაიწეროს ქართული სპორტის ისტორიაში. საქართველოს ნაკრებს ხომ ევროფორუმზე მოხვედრის მშვენიერი შანსი აქვს. სანამ ქართველები ბოლო ეტაპის გადალახვაზე ვფიქრობთ, მანამდე ევროპაზე უკვე გასული გუნდები ბაზებს არჩევენ.
ევროს მონაწილეები უკვე ჩამოყალიბდნენ სამწვრთნელო ბაზებზე, სადაც ტურნირის ფინალური სტადიის დროს იცხოვრებენ.
ავსტრია – ზეეფელდი, ავსტრია;
ინგლისი – ბერტონ-აპონ-ტრენტი, ინგლისი;
ბელგია – ტუბიზი, ბელგია;
გერმანია – ჰერცოგენაურახი, გერმანია;
დანია –ჰელსინგერი, დანია;
ესპანეთი –ლას როსას დე მადრიდ, ესპანეთი;
იტალია – კოვერჩანო, ფლორენცია, იტალია;
ნიდერლანდები – ზეისტი, ნიდერლანდები;
პოლონეთი – პორტმარნოკი, ირლანდია;
პორტუგალია – ბუდაპეშტი, უნგრეთი;
რუსეთი – ნოვოგორსკი, მოსკოვის ოლქი;
თურქეთი – ბაქო, აზერბაიჯანი;
უკრაინა – ბუქარესტი, რუმინეთი;
უელსი – ბაქო, აზერბაიჯანი;
ფინეთი – რეპინო, სანკტ-პეტერბურგი;
საფრანგეთი – კლერფონტენ-ან-იველინი, საფრანგეთი;
ხორვატია –სენტ-ანდრუსი, შოტლანდია;
ჩეხეთი – კერი, ედინბურგი, შოტლანდია;
შვეიცარია – რომი, იტალია;
შვედეთი – მეინუთი, ირლანდია.
ევრო 2020-ის 24 მონაწილიდან 20 უკვე ცნობილია. დანარჩენს ოთხს მარტში გასამართი პლეი-ოფის მატჩები გაარკვევს.