გუნდები კალათებში გადანაწილდნენ და ევრო 2020-ის წილისყრის კონტურები მოიხაზა.
ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის თამაშები დასრულდა და გუნდები კალათებში განაწილდნენ. როგორც ხდება ხოლმე, კითხვები ისევ გაჩნდა. მაგალითად, გერმანია მეორე კალათაშია და პირველშია პოლონეთი, ან თუნდაც ბოლო დროს მშვენივრად მოთამაშე ჰოლანდია, მაგრამ ეს გუნდი ბოლო მუნდიალზე საერთოდ არ ყოფილა. მოკლედ, კითხვები ისევ ბევრია, თუმცა ამით არაფერი იცვლება. ჩვენთვის კი კარგი ისაა, რომ მეოთხე კალათის ბევრი საკმაოდ კარგი გუნდი ავტომატურად აგვცდება. გერმანიის პირველ კალათში ყოფნაც უფრო გვაწყობდა, აბა რა გარანტიაა, რომ ალემანები არ შეგხვდებიან, რაც სიკვდილის ჯგუფს გამოიწვევს, რომელსაც პირველი კალათის გუნდის დაემატება. მოკლედ, ბჭობას წილისყრის დალოდება ჯობია.
1 კალათა
ინგლისი, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი
2 კალათა
ავსტრია, ბოსნია, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, რუსეთი, შვედეთი, უკრაინა, უელსი, გერმანია
3 კალათა
ფინეთი, ჩრ. ირლანდია, ნორვეგია, ირლანდია, სერბეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, შოტლანდია, ბულგარეთი, ისრაელი
4 კალათა
უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, ლიტვა, მონტენეგრო, სლოვენია
5 კალათა
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გიბრალტარი, ყაზახეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, მაკედონია, მოლდოვა, ფარერები
6 კალათა
ანდორა, ლატვია, ლიხტენშტაინი, სან მარინო, მალტა
ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება, ერთი დღის შემდეგ კი ირლანდიის დედაქალაქი ერთა ლიგის ფინალური სტადიის წილისყრას უმასპინძლებს.