LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2020-ის წილისყრა დაიგეგმა

23

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2018 წლის 2 დეკემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართება.

წილისყრის შედეგად, 55 ნაკრები 10 ჯგუფში განაწილდება და გათამაშდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის 20 საგზური (თითო ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადავა). შესარჩევი ტურნირი 2019 წლის 21 მარტს დაიწყება და 19 ნოემბერს დასრულდება.

ევრო 2020-ზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ფინალური ტურნირის კიდევ ოთხი საგზური ახალი ტურნირის – ერთა ლიგის მეშვეობით გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 ევროპის 13 ქვეყანაში გაიმართება: დუბლინი (ირლანდია), ბაქო (აზერბაიჯანი), ამსტერდამი (ჰოლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბრიუსელი (ბელგია), ბუქარესტი (რუმინეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), კოპენჰაგენი (დანია), გლაზგო (შოტლანდია), ლონდონი (ინგლისი), მიუნხენი (გერმანია), რომი (იტალია) და სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები