LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო-2016 შესარჩევის ახალი რეკორდები

25

ევრო 2016-ის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში გიბრალტარის ნაკრებმა შინ შოტლანდიასთან 0:6 წააგო და მთელ ციკლში 56 გაშვებული გოლი დაუგროვდა. ამრიგად გიბრალტარმა ევროშესარჩევის ანტირეკორდი დაამყარა, რომელიც ამ დრომდე 53 გაშვებული ბურთით სან-მარინოს ნაკრებს ეკუთვნოდა.

გერმანიის ნაკრები, რომელმაც საქართველოს ნაკრები 2:1 დაამარცხა, ევროპის ჩემპიონატზე მეთორმეტედ გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
გარდა ამისა, გერმანიის ნაკრები 23-ედ გავიდა დიდი საერთაშორისო ტურნირის დასკვნით ეტაპზე. გერმანია უკვე 47 წელია წარმატებით ახერხებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვას.

პოლონეთის ნაკრებმა, რომელმაც ირლანდიას 2:1 მოუგო, ევრო 2016-ის შესარჩევ ტურნირზე 33 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლიდერია.
მიმდინარე გათამაშებაში 13 ბურთი პოლონელების ფორვარდზე რობერტ ლევანდოვსკიზეა, სწორედ ის გახლავთ ბომბარდირთა რბოლის ლიდერი.
27 წლის ფორვარდმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, დევიდ ჰილის შედეგი გაიმეორა, რომელმაც ევრო 2008-ის კვალიფიკაციაზე ასევე 13 გოლი გაიტანა.
ნაკრებებში მეორე ადგილი ინგლისს უჭირავს, რომლის ანგარიშზეც 28 გოლია, მესამე ადგილს კი 24 ბურთით გერმანია იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები