Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს

464
Untitled design

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მისივე განცხადებით, „ისინი ბავშვებს არ ხოცავენ, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აკეთებს, პრიგოჟინის თქმით, ისინი პროფესიონალებს ებრძვიან“.

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

„შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს ძალები, რომლებსაც ჩვენთვის გზა უნდა გადაეკეტათ, გვერდზე გადგნენ. ჩვენ არ ვხოცავთ ბავშვებს, ამას აკეთებს შოიგუ, რომელიც გამოუცდელ ჯარისკაცებს, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფებს ომში აგზავნის. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით“, – აცხადებს პრიგოჟინი.

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსული მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრში შეიარაღებული ადამიანები და ტანკები გამოჩნდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არიან სამხედროები, რომლებიც ქალაქის ადმინისტრაციის, შსს-ს და „ეფესბეს“ სამმართველოებს აკონტროლებენ – „ვაგნერის“ მებრძოლები, თუ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და შეძლებისდაგვარად სახლებში დარჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები