LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევერესტის ნაწილი ჩამოინგრა – უმაღლესი მწვერვალი კიდევ უფრო საშიში ხდება

543

ეცერესტის გამორჩეული ნაწილი “ჰილარის ნაბიჯი” ჩამოინგრა. ეს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს ალპინისტებისთვის კიდევ უფრო საშიშს ხდის.

მთასვლელები ამბობენ, რომ “ჰილარის ნაბიჯი” შესაძლოა, 2015 წლის ნეპალის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა.

ვერტიკალური 12 მეტრიანი კლდოვანი გამონაზარდი, მთის სამხრეთ ქედში იყო. მწვერვალის დაპყრობამდე ეს მთამსვლელებისთვის ყველაზე დიდი ბოლო გამოწვევა იყო.

ცნობილი კლდოვანი ნაწილის ჩამონგრევა დაადასტურა ბრიტანელმა მთასვლელმა ტიმ მოსედელმა. ის ამაში თავად დარწმუნდა.

“ეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, ჰილარის ნაბიჯი აღარ არსებობს. ზუსტად არ ვიცი რა მოხდება, რადგან აქა-იქ რამდენიმე დიდი ბლოკია შემთხვევით გაჩერებული. ისინი მთაზე ასვლის პროცესში დიდ საფრთხეს შექმნიან “, -დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ამ ადგილს  “ჰილარის ნაბიჯი”სერ ედმუნდ ჰილარის საპატივცემულოდ ეწოდა. ედმუნდ ჰილარმა მასზე პირველად 1953 წელს დააბიჯა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები